
5 ივნისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5437 - ტენდერი 10 ცალი კონდიციონერის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს 10 ცალი კონდიციონერის შეძენაზე.
კონდიციონერის მოთხოვნილი მახასიათებლები
- მდგომარეობა: ახალი;
- ფრეონის ტიპი: R410
სიმძლავრე / რაოდენობა:
- 24000 BTU/სთ - 1 ცალი
- 18000 BTU/სთ - 1 ცალი
- 12000 BTU/სთ - 8 ცალი
მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღე.
საგარანტიო პერიოდი: განისაზღვრება მინიმუმ 1 წლით.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ანგარიშსწორების პირობა:
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მიწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ; (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
- ცნობა რეორგანიზაცია ან ლიკვიდაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: ტექნიკის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა); საქონლის მიწოდების ვადას; საგარანტიო ვადას და შემოთავაზებული ტექნიკის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის ტექნიკის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები).
შესყიდვის ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების 3 წლიანი გამოცდილება, რომლის დასადასტურებლად პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს 2016, 2017, 2018 წლებში (თითოეულ წელს მინიმუმ ერთი) შესასყიდი ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები).
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- ხარისხი;
- ღირებულება;
- საგარანტიო ვადა
- ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის ოპერატიული მომსახურება
- სამუშაოების შესრულების ვადა;
- ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
- ანგარიშსწორების პირობა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით) უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2019 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 5 ივნისის 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tenders_imedil@imedil.ge; tbochorishvili@imedil.ge; obregadze@imedil.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ბოჭორიშვილი,
მობ: 577552200
საკონტაქო პირი: ოთო ბრეგაძე,
მობ: 592984411
შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები