ჩაბარების ვადა:
1 ივნისი 2015, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT550 - ტენდერი ავეჯის დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიების შერჩევას სათაო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში ავეჯის დამზადება/მონტაჟზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
- მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ 3
- კომპანიის 2013-2014 წლების ფინანსური ბრუნვა (არანაკლენ 100 000 ლარის ოდენობით)
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ თქვენი განფასებები წარმოადგინოთ ლოტების მიხედვით, დანართში მოცემული ცხრილის გათვალისწინებით, სფეციფიკაციების/სურათების გათვალისწინებით, დალუქული კონვერტით “ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისის მიმღებში და გარედან კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (კომპანიების შერჩევა ავეჯის დამზადება/მონტაჟისათვის)
- კომპანიებს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ ერთ ლოტში.
ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 01 ივნისი, 2015 წ. 12:00 საათი.
საკონტაქტო პირი: თორნიკე ტოგონიძე 595 512429