ჩაბარების ვადა:
21 ივნისი 2019, 12:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5521 - ტენდერი შპს „საქინვესტი“-ს საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებული სახურავის შეკეთებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქინვესტი“ აცხადებს ტენდერს შესასრულებელ სამუშაოებზე #13/06/2019-SAK-BUILD
მომსახურების აღწერა:
- შპს „საქინვესტი“-ს საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებული სახურავის შეკეთება. სამუშაოების წარმოება შემსრულებლის მასალით;
მისამართი: ქ. თბილისი აგლაძის ქუჩა #32.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები;
- შენობის სქემა
- ტექ. დავალება
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის სახით, დ.ღ.გ-ს გარეშე.
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის ნომერი, ვისთანაც შეიძლება ტენდერის განხილვის დროს საკითხების გარკვევა საჭიროების შემთხვევაში.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 21.06.2019 12:00 სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
მობ: 591 93 10 10
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი გილაური
მობ: 599 51 61 60
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 500 ლარი).
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები