ჩაბარების ვადა:

4 ივნისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T553 - ტენდერი სოლოს საბავშვო ღონისძიების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სოლოს საბავშვო ღონისძიების მომსახურებაზე.

მომსახურების დასახელება:

  • სოლოს საბავშვო ღონისძიება

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში: 
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი; 
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ღონისძიება უნდა იყოს აგებული კონკრეტულ კონცეფციაზე, რომელიმე ზღაპრის, მულტფილმის თემასთან ახლოს. ორგანიზატორმა უნდა შემოგვთავაზოს, როგორც ადგილი, ისე ღონისძიების შინაარსი.
  • ღონისძიება უნდა შედგებოდეს:
    1. სხვადასხვა გასართობი სადგურებისგან, რომელებიც მისადაგებული იქნება 2- დან 12 წლამდე ბავშვებისთვის
    2. მულტფილმის გმირები, რომლებიც გაართობენ ბავშვებს
    3. კონცერტი, რომელსაც უნდა ყავდეს წამყვანი (მაგ.: ბასტი-ბუბუ ან ბზიკები ან სხვ.).
    4. ღონისძიებაზე აუცილებლად უნდა იყოს ფურშეტი.
  • გასართობი პროგრამა უნდა გრძელდებოდეს მაქსიმუმ 3 საათი.
  • სხვა დეტალები:
    1. სტუმრების რაოდენობა: 900 (600 ბავშვი; 300 მშობელი)
    2. ბავშვების ასაკი: 2-დან -12 წლამდე
    3. ადგილი: თბილისი
    4. თარიღი: 2015 წლის 20 ან 21 ივნისი

დამატებითი ინფორმაციისთვის ტენდერის დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: ქეთევან ნიკოლეიშვილი 577 15 10 10
ტექნიკური მხარდაჭერისთვის(სატენდერო საიტზე რეგისტრაცია, წინადადების ატვირთვა) დაუკავშირდით: ქეთევან ბეროშვილი 2 44 44 44 (შიდა 7433)

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 22 მაისიდან – 2015 წლის 4 ივნისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ჯამური ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 4 ივნისი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის სარეკლამო აბრების შესყიდვის შესახებ ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=401&lang=geo