ჩაბარების ვადა:
26 ივნისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5534 - ტენდრი კახარეთი ჰესის ორივე ჰიდროგენერატორზე ტირისტორული აღგზნების სისტემის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს კახარეთი ჰესის ორივე ჰიდროგენერატორზე ტირისტორული აღგზნების სისტემის მოწყობაზე #19/06/2019-GIEC-S.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- ჰიდროაგრეგატის მოდელი - СГ-1300/500
- ჰიდროაგრეგატის სიმძლავრე (მგვტ) - 1.04.(სტატორის ძაბვა - 6.3კვ.)
- სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების მოწერის დღიდან არაუმეტეს 120 კალ. დღეში, მაგრამ არა უმეტეს 01.12.2019-ისა.
- რაოდენობა - 2 ცალი.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა,რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური, ელ. ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge ; 568 76 76 59.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე.
საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 26.06.2019, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები