
ჩაბარების ვადა:
1 ივლისი 2019, 12:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5537 - ტენდერი შენობის საძირკველის სრული კვლევა და აღდგენა-გაძლიერების პროექტირებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს შენობის საძირკველის სრული კვლევა და აღდგენა-გაძლიერების პროექტირებაზე #19/06/2019-ME/PROJECT.
საქონლის აღწერა:
- შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს შენობის საძირკველის ფუძე-გრუნტის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა; საძირკველის ტექნიკური მდგომარეობის, ჩაღრმავებისა და გეომეტრიული ზომების დადგენა; სვეტების ბეტონის ურღვევი მეთოდით სიმტკიცის განსაზღვრა და სრული გამოკვლევების შედეგად გამოვლენილი დაზიანებების აღდგენა-გამაგრების პროექტის შედგენა.
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- ექსპერტიზის დასკვნა.
- შენობის გეგმა
მისამართი:
- შესასრულებელი სამუშაოს ადგილი: გარდაბანი, აღმაშენებლის 2ა.
შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება დ.ღ.გ-ს გარეშე.
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოს შესრულების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 01 ივლისი 12:00 საათამდე;
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge;
მობ: 591 93 10 10.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ნინო დათუნაშვილი
მობ: 599 50 37 64.
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 300 ლარი).
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები