ჩაბარების ვადა:
5 ივლისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5573 - ტენდერი ფოტოკამერის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ფოტოკამერის შესყიდვაზე.
ანგარიშსწორების პირობები:
- სატენდერო წინადადებაში, შესყიდვის ობიექტის ღირებულებები გამოსახული უნდა იყოს დღგ-ს გარეშე, რადგან აღნიშნული შესყიდვა ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგრანტო პროგრამის “Youth Journalism Development in Ethnic Minority Regions 02.07.2018-31.09.2019”-ის ფარგლებში და გათავისუფლებულია დღგ-ს, აქციზისა და იმპორტის გადასახადისგან.
- ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშწორებით ეროვნულ ვალუტაში.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი და ვადები:
- საქონლის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, ი. გურჯის 9.
- მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღე.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ფასების ცხრილი (სატენდერო დოკუმენტაციის მე-7 მუხლი, ფურცელი #8);
- კომპანიის რეკვიზიტები;
- საქართველოში არსებული მინიმუმ ერთი სერვის ცენტრის მისამართი და საკონტაქტო ნომერი (მისამართები დამკვეთის მიერ, გადამოწმდება ადგილზე).
დეტალური სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- პუნქტი #3-ით მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის წინადადება არ განიხილება.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 5 ივლისი, 18:00 სთ.
საკონტაქტო პირები:
591 65 65 05 ლევან კურცხალია; L.kurtskhalia@gipa.ge
595 17 55 50 მამუკა დიდმანიძე; M.didmanidze@gipa.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე. სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ვადის ამოწურვის შემდეგ მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ იხილონ ტენდერში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასები და დასახელებები.
ტენდერის კატეგორია:
- 38600000 ოპტიკური ხელსაწყოები
- 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა