
ჩაბარების ვადა:
4 ივნისი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT559 - ტენდერი კონდეციონერული სისტემის შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს კონდენციონერული სისტემის შესყიდვაზე და მომსახურებაზე (თბილისსა და რეგიონებში).
საქონლის და მომსახურების დასახელება იხილიეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.) - მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში).
- საგარანტიო მომსახურება (1 წელი).
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 29 მაისიდან - 2015 წლის 4 ივნისის ჩათვლით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
- თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ მე-10 პუნქტში წარმოადგინოთ თვიური ჯამური ფიქსირებული ფასი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი მომსახურებები: (კონდიციონერის სრული გაწმენდა, ფრეონის დამატება, პლატის შეკეთება, ჩილერის გაწმენდა, სისტემის გადართვა, სისტემის დაპრესვა, ამწე კრანით მომსახურება, სამივლინებო ფასი და ა.შ.);
- გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".
- განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 4 ივნისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის კონდეციონერული სისტემის შესყიდვა/მომსახურებაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20403&lang=geo