ჩაბარების ვადა:
15 ივლისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5608 - ტენდერი კვებით მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს კვებით მომსახურებაზე.
მომსახურების სახე:
- სს „ბაზისბანკის“ სათავო ოფისის თანამშრომელთათვის სასადილოს ფუნქციონირება;
- თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფაზე მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ყოველ სამუშაო დღეს (ორშაბათი-პარასკევი) 12:00–დან 17:00 საათამდე;
- სათავო ოფისის თანამშრომელთა რაოდენობა - 300 ადამიანი;
- საკვები უნდა დამზადდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების, საკვების მომზადებისა და მომსახურების ყველა დადგენილი ნორმისა და ჰიგიენის წესების დაცვით;
- ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იყოს სურსათის უვნებლობის ნორმები;
- საკვები უნდა იყოს დაბალანსებული (ხორცი, თევზი, ფრინველი, კვერცხი, რძის პროდუქტები, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული);
- შემოთავაზებული საკვები სავალდებულოა იყოს ცვლადი და მენიუ შეიცვალოს ყოველდღიურად;
- უზრუნველყოს საკვები ნარჩენების მართვა და გატანა ბანკის ტერიტორიიდან ყოველდღიურად;
- მომსახურებაში უნდა შედიოდეს მომსახურე პერსონალი (ჭურჭლის მრეცხავი/დამლაგებელი, საკვების გამცემი, მოლარე) სპეციალური უნიფორმით;
- საჭიროების შემთხვევაში სასურველია ღონისძიების ფურშეტით, ლანჩით და/ან ყავის შესვენებით უზრუნველყოფა;
- შეთანხმებული ფასების ცვლილება შესაძლებელია სეზონურად, წელიწადში ორჯერ, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 15.07.2019 (17:00 სთ)
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- დეტალური შეთავაზება (სრული მენიუ ფასებით, იხ. დანართი);
- კომპანიის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
- შევსებული და ხელმოწერილი დებულება კონფიდენციალურობასა და ინტერესთა კონფლიქტზე (იხ. თანდართული დოკუმენტი)
სს ბაზისბანკი, შესყიდვების ჯგუფის უფროსი - გაგა ქემერტელიძე
მისამართი: ქ. თბილისი, ქ. წამებულის N1
ტელ: (+995 32) 922 922 (+ 278)
(+995 79) 40 48 94
ელ.ფოსტა: tenders@basisbank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება