ჩაბარების ვადა:

14 აგვისტო 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T5701 - ტენდერი ქ. ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ასოციაცია ატუ" აცხადებს ტენდერს ქ. ქუთაისში, ახალგზარდობის გამზირი, შესახვევი N5 საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობაზე, რიონჰესის სადერივაციო არხზე, ხიდი 1-ის და ხიდი 2-ის მშენებლობა.

პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 14 აგვისტომდე 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #39ა 10 სართული, ოთახი #.14 ან #.1 საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ. 599 53-77-23.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
ლიცენზირებული იურიდიული პირებისათვის:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
  • ინფორმაცია ძირითად თანამდებობებზე მომუშავეთა კვალიფიკაციის შესახებ(cv).
  • ინფორმაცია უკანასკნელი 3-5 წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების (სამუშაოების) შესახებ;
  • გარანტიის ვადების მითითება.

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადების შედგენის წესის შესახებ:

  • პირველ რიგში შესაძლებებლია ხიდი 1-ის სამუშაოები, რომლის დამთავრების ვადაა 2019 წლის ბოლოს
  • შესყიდვის ფასი უნდა იყოს შედგენილი გადმოცემული სამუშაოთა მოცულობის კრებსითი უწყისისა და საპროექტო დოკუმნეტაციის მიხედვით
  • სატენდერო წინადადება შედგენილი უნდა იქნა ქართულ ენაზე
  • სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.

ტენდერის მონაცემები ნახაზები,მოცულობები და სხვა ტექნიკური მონაცემები შეგიძლიათ მიიღოთ2019 წლის 26 ივლისიდან შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი 39ა, 11 სართული,ოთახი N15. ნოდარ გოგოლაშვილი. ტელ: 599919591.

ტექნიკურ საკითხებში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ:
საკონტაქტო პირი: სერგო კელენჯერიძეს
მობ: 599 73 18 41

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები