ჩაბარების ვადა:
2 აგვისტო 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5707 - ტენდერი ბუნებრივი აირის (CNG) მოძრავი ავტო გაზ გასამართი სადგურების (შალანდა) შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ბუნებრივი აირის (CNG) მოძრავი ავტო გაზ გასამართი სადგურების (შალანდა) შეძენაზე 25/07-NEOGAS-P/MGS-19
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- 2 ცალი - CNG მოძრავი ავტო-გაზ გასამართი სადგური (შალანდა) უნაგირა საწევარის გარეშე შემდეგი კომპლექტაციით:
- მილ-გაყვანილობა სასურველია NGV 2 სტანდარტით
- ბუნებრივი აირის მიმღები ავზი საერთო მოცულობით - 5000 მ³
- გამოშვების წელი 2000 დან - 2019 მდე
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება დღგ-ს გარეშე;
- მოწოდების პირობა - თბილისი
- გთხოვთ მიუთითეთ მწარმოებელი ქვეყანა
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ყველა საჭირო სერთიფიკატი
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 02 აგვისტო, 17:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; “ბუნებრივი აირის (CNG) მოძრავი ავტო გაზ გასამართი სადგურების (შალანდა) შეძენა 25/07-NEOGAS-P/MGS-19”
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ნუგზარ ნათობაიძე
საკონტაქტო ნომერი: 595 97 07 31
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
- 24100000 აირები
- 34200000 სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები