30 ივლისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5711 - ტენდერი სასაწყობე სტელაჟების დამზადება მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სასაწყობე სტელაჟების დამზადება მონტაჟზე - ქ. თბილისი, ურეკის #2-ში.
- სასაწყობე თაროების შეძენა, მონტაჟით.
- მომწოდებელმა უნდა მოაწოდოს და დაამონტაჟოს თაროები, შეთანხმებიდან 4 დღის განმავლობაში.
- თაროები უნდა იყოს ქარხნული წესით მეტალოკონსტრუქციისაგან, EN 15512, 15620, 15635, 15629 ევროპული სტანდარტების თანახმად დამზადებული.
- დაფარული პოლიმერული საღებავით შესრულებული ZH/1/428 საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმატივის მიხედვით.
- პროფილის სისქე: 2 მმ.
- თაროს სიღრმე: 1050მმ.
- ტვირთამწეობა წყვილ რიგელზე არანაკლებ 3200კგ.
- დიაფრაგმებს უნდა ჰქონდეთ რიგელების სხვადასხვა სიმაღლეზე გადაადგილების შესაძლებლობა ყოველ 50 მმ-ში.
- 35 დიაფრაგმა, დიაფრაგმის სიმაღლე: 4000მმ,
- 120 რიგელი, რიგელის სიგრძე : 2700მმ ;
- 8 ცალი სეისმური ჯვარედინი კავშირი.
- იატაკის ორმაგი მათანაბრებელი ფირფიტები.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ნახაზი (დანართი 3).
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორების პირობების განხილვა მოხდება პირადად გამარჯვებულ კომპანიასთან.
სატენდერო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 30 ივლისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირებისგან:
ირაკლი ვარამაშვილი - ტექნიკური საკითხები
+995 558 117 119
ivaramashvili@bog.ge
ქეთევან ხუნდაძე - შესყიდვები
032 2 444 444 (3145)
Kkhundadze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი