ჩაბარების ვადა:

16 აგვისტო 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5715 - შპს „ბი ემ სი გორგია“ აცხადებს ფორვარდულ აუქციონს საბანერე ადგილების იჯარით გაცემის მიზნით (3 ვარსკვლავიანი)

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ბი ემ სი გორგია“ აცხადებს ტენდერს საბანერე ადგილების იჯარით გაცემის მიზნით (3 ვარსკვლავიანი).

ინსტრუქცია ფორვარდულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • ფორვარდული აუქციონის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ ფორვარდული აუქციონის მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ფორვარდული აუქციონის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელ-ფოსტით ან ტელეფონით ან კითხვა-პასუხის მოდულით.
  • ფორვარდული აუქციონის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მქონე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს/პირებს.

ფორვარდული აუქციონის მონაწილეობის პირობები:

  • ფორვარდული აუქციონი ცხადდება გამარჯვებულთან/გამარჯვებულებთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საბანერე ადგილების იჯარის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ანგარიშსწორების პირობა:

  • შემოთავაზებული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება წინასწარ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში.

ფორვარდული აუქციონის მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ფორვარდულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 2);
  • პრეტენდენტებმა თანდართულ ფაილში, შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში (დანართი 2) უნდა მიუთითონ კვადრატული მეტრის ღირებულება, იჯარით ასაღები სასურველი საბანერე ადგილი/ადგილები (ლოტებისა და პირობითად მინიჭებული ვარსკვლავების პრინციპის გათვალისწინებით), იჯარით ასაღები საბანერე ადგილის გამოყენების მიზანი (კონკრეტულად რა რეკლამა განთავსდება) და იჯარის სასურველი ვადები.

ფორვარდულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები (დანართი 1);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ფასების ცხრილი (დანართი 2)
  • ხელშეკრულების მოქმედების სასურველი ხანგრძლივობა ------ კალენდალური დღე.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ფორვარდული აუქციონის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ეკონომიკური საქმიანობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.

ფორვარდული აუქციონის სრული დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ფორვარდული აუქციონის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • დაინტერესებულმა კომპანიებმა სისტემაში უნდა ატვირთონ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიუთითონ 1კვ მეტრის ქირაობის ღირებულება აშშ დოლარში;
  • მოცემული ტენდერი ეხება მხოლოდ 3 ვარსკვლავიან საბანერე ადგილებს.
  • ვაჭრობის ტიპი: ფორვარდული აუქციონი;
  • ფორვარდული აუქციონი წარიმართება 1კვ მეტრზე დაფიქსირებულ ფასზე;
  • 1კვმ-ზე შეთავაზების მინიმალური ოდენობა 25 აშშ დოლარი.
  • ფასის ზრდის ბიჯი: 2.5 აშშ დოლარი.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 16 აგვისტო, 16:00 სთ;
  • ფორვარდულ აუქციონში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ დიკუმენტაციაში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირებისაგან:

საკონტაქტო პირი: ზვიად საყვარელიძე
ტელ: +995 591 64 21 79
ელ. ფოსტა: zviad.sakvarelidze@gorgia.ge

რუსუდან მარგველაშვილი
ტელ: +995 599 86 15 64
ელ. ფოსტა: rusudan.margvelashvili@gorgia.ge

ნანი ჯაფარიძე
ტელ: +995 599 85 93 66
ელ. ფოსტა: nani.japaridze@gorgia.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ფორვარდული აუქციონის პრინციპით.

ტენდერის კატეგორია:

  • 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი

დოკუმენტაცია

გარე ზონის ბანერები გარე ზონის ბანერები
დანართი 1 რეკვიზიტები დანართი 1 რეკვიზიტები
დანართი 2 ფასების ცხრილი დანართი 2 ფასების ცხრილი
სატენდერო ოქმი N1 ფორვარდული აუქციონი საბანერე ადგილების გაქირავება 26 07 19 სატენდერო ოქმი N1 ფორვარდული აუქციონი საბანერე ადგილების გაქირავება 26 07 19
ტექნიკური დავალება იჯარა ტექნიკური დავალება იჯარა
შპს „ბი ემ სი გორგიაში“ ტენდერის წესით შესყიდვების განხორციელების შესახებ შპს „ბი ემ სი გორგიაში“ ტენდერის წესით შესყიდვების განხორციელების შესახებ
ოქმი 1 ოქმი 1
დიდუბის გარე საბანერე ლოკაციები ვარსკვლავი დიდუბის გარე საბანერე ლოკაციები ვარსკვლავი
ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 აგვისტო 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ფორვარდული
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • მინ. ოდენობა: 25.00 $
  • ფასის ზრდის ბიჯი: 2.50 $