ჩაბარების ვადა:

18 ივნისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T574 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე (1 წლის ვადით).

მომსახურების სახე:
სამედიცინო და უბედური შემთხვევისაგან კოლექტიური დაზღვევა. 

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • დებულება კონფიდენციალურობაზე და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;
  • სადაზღვევო პოლისის 3 ვარიანტი.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • ფასთა ნუსხა თანდართულ დოკუმენტში მოცემული პოლისების მიხედვით (გთხოვთ ასევე წარმოადგინოთ ცხრილის ელექტრონული ვერსია CD დისკზე);
  • ადმინისტრირების წესი (სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა)
  • გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • კონტრაქტის დრაფტ ვერსია;
  • პროვაიდერების სია და კლინიკების ჩამონათვალი;
  • სადაზღვევო ბარათების მოწოდების ვადები და პირობები;
  • რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
  • შევსებული და ხელმოწერილი დებულება კონფიდენციალურობასა და ინტერესთა კონფლიქტზე (იხ. თანდართული დოკუმენტი);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება;
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
  • მიმღების დასახელება (ადამიანური რესურსების და ადმინისტრაციული მართვის განყოფილება);
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 18.06.2015 (18:00 სთ)

გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს. გადაწყვეტილების დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.

საკონტაქტო პირი:

სს „ბაზისბანკი“, ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციული მართვის განყოფილება
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი –ნათია შუბლაძე
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1
ტელ.: (+995 32) 2 922 922 (+ 141)
ელ.ფოსტა: natia.shubladze@basisbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ