26 აგვისტო 2019, 11:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5802 - ტენდერი კალუას გზის დაზიანებულ უბნებზე რკინა ბეტონის კონსტრუქციების მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს კალუას გზის დაზიანებულ უბნებზე რკინა ბეტონის კონსტრუქციების მოწყობაზე #19/08/2019-GIEC-SERVICE.
მომსახურების აღწერა:
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული ბჟუჟა ჰესის სადაწნეო აუზთან მიმავალი საექსპლუატაციო გზის დაზიანებულ უბნებზე საჭიროა რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობა - ხიდების საძირკვლები; სვეტები დასაყრდენი კედელი.
- პირველ ეტაპზე მოსაწყობია დაახლოებით 230 მ3 რკინაბეტონის კონსტრუქციები- №1 ხიდის საძირკვლები, ბურჯები და სვეტები და მეორე უბანზე საყრდენი კედელი.
- მეორე ეტაპზე მოსაწყობია №2 და №3 ხიდების დაახლოებით 70 მ3 რკინაბეტონის კონსტრუქციები (საძირკვლები და ბურჯები)
- სულ მოსაწყობია დაახლოებით 300 მ3 რკინაბეტონის კონსტრუქცია.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ: საპროექტო ნახაზები.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დ.ღ.გ-ს გარეშე;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- პრეტენდენტის ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არმიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 26 აგვისტო, 11:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 500 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
საკონტაქტო ნომერი: 591931010
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: დიმიტრი ემუხვარი
საკონტაქტო ნომერი: 577 35 07 03
რამაზ ცერცვაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 595 12 33 04
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 500 ლარი).
ტენდერის კატეგორია:
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები