ჩაბარების ვადა:
10 ოქტომბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5951 - ტენდერი გოგირდმჟავას შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს გოგირდმჟავას შესყიდვაზე #09/19/19-MT-CHEM.
- გოგირდმჟავა ტექნიკური (კონცენტრაცია არანაკლებ 93% - არაუმეტეს 96%) - 20 ტონა;
აღნიშნული ნივთიერებების მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2ა, 1300.
მიწოდების პერიოდი: 2019 წლის ნოემბერი.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- პროდუქტის დამოწმებული სპეციფიკაცია (სერტიფიკატი).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 10 ოქტომბერი 18:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი #09/19/19-MT-CHEM;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
მიხეილ მარსაგიშვილი
საკონტაქტო ნომერი: 591 019311
ელ.ფოსტა: mmarsagishvili@gig.ge
ტენდერის კატეგორია:
- 24400000 სასუქები და ნიტროგენული ნაერთები
- 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები