ჩაბარების ვადა:
18 ოქტომბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5999 - ტენდერი სხვადასხვა სარეკლამო მასალების ბეჭდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა სარეკლამო მასალების ბეჭდვაზე.
დაინტერესებულმა კომპანიებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ფასების შემოთავაზების ფორმა (გთხოვთ იხილოთ თანდართული ექსელის ფაილი)
- პორტფოლიო
- კლიენტების ჩამონათვალი
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისი
- ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით:
- დამატებით ექსელის ცხრილში მოცემულია საბეჭდი სარეკლამო პროდუქციის ჩამონათვალი, აღწერილობით და რაოდენობის მიხედით სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება;
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების მიღება იწყება 07.10.2019
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 18.10.2019
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
- შეგიძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ. ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
ელ. ფოსტა: Nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები