18 ოქტომბერი 2019, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT6018 - ტენდერი ზურგჩანთების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/430
- დანიშნულება: ზურგჩანთების შესყიდვა – 400 ცალი
სპეციფიკაცია:
- ლურჯი ფერის ჩანთა, ფერი მიახლოებით იგივე, რაც ლოგოზე
- მიახლოებითი ზომები - სიმაღლე 40ს, სიგანე 30სმ (ზომები არის მიახლოებითი)
- წარმოადგინეთ ფასები როგორც 1 განყოფილებიანი ასევე, 2 განყოფილებიანი ჩანთისთვის
- ჩანთას სასურველია ჰქონდეს ბადის ტიპის ჩასადები გვერდიდან (ბოთლის ჩასადები)
- ლოგოს ზომა - 10სმ-15სმ (არაუმეტეს 15სმ) – (ლოგოს ფაილიდან დაიბეჭდება მხოლოდ ინგლისური ან ქართული ვერსია, ორივე - არა)
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ლოგო, რომელიც უნდა დაიბეჭდოს ჩანთაზე
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
- ნიმუში (ნიმუშის გარეშე ტენდერის დოკუმენტაცია სრულყოფილად არ ჩაითვლება, ნიმუშს საწყისს ეტაპზე არაა საჭირო ჰქონდეს ლოგო, საჭიროა მხოლოდ ჩანთის ნიმუში)
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- ფასების მოწოდების შემდეგ, გამოგეგზავნებათ დიზაინი და ამის შემდეგ, აუცილებელია ნიმუშის წარდგენა ლუდსახარშ „ნატახტარში“, მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი (ნიმუში უნდა მოგვაწოდოთ მანამდეც, დიზაინის გარეშე)
- გადახდის პირობები: საქონლის მოწოდებიდან 60 დღე (შეთანხმებადია)
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 10.10.2019, 12:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 18.10.2019, 16:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
გთხოვთ, წერილში მიუთითონ Subjectში - ბრენდირებული ჩანთების ტენდერი
გვანცა უთურაშვილი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ, ნატხატარში
ტელ: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com; Gvantsa.uturashvili@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები