ჩაბარების ვადა:

19 ნოემბერი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6139 - Local consultancy to undertake an analysis on the stakeholder mapping for sustainable urban development in selected countries in South East Europe Region in the context of the GIZ-Project

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 19.11.2019 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2- ში - შინაარსობრივი შემოთავაზება კანდიდატის რეზუმესთნ ერთად.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი). 

ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს და უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო საპენსიო შენატანს (სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში).

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა)
  • ტენდერის დასახელება - “Local consultancy to undertake an analysis on the stakeholder mapping for sustainable urban development in selected countries in South East Europe Region in the context of the GIZ-Project“
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ შემოთავაზება დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი 19.6253.9-001.00 და აგრეთვე ნომერი 83341660

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ანა ჩხეიძეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – anna.chkheidze@giz.de შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 22.11.2019 -თვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები