18 ნოემბერი 2019, 16:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6193 - ტენდერი დაბრენდილ ჰუდებზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს დაბრენდილ ჰუდებზე.
დასახელება | ცალი | დასაბრენდი ზმნები |
ნარინჯისფერი ჰუდი | 1560 | იმოქმედე, შთააგონე |
შავი ჰუდი | 3900 | აისრულე, გამოხატე, იცეკვე, იფიქრე, შექმენი |
ღია ნაცრისფერი | 1560 | ააშენე, გაამწვანე |
- შეკვეთის მოწოდება უნდა მოხდეს სათითაოდ პარკში და გარედან მითითებული უნდა იყოს ზომა.
- ჩაბარებისას სორტირებული უნდა იყოს ფერების და ზომების მიხედვით.
ბეჭდური მასალის შესახებ ინფორმაცია:
- მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ყველა ზმნის ნიმუში შესაბამისი ფერის ჰუდზე.
- ლოგოს განთავსების სამივე ვარიანტი (იარლიყის ორი ვერსია, ბეჭდვა ჯიბესთან) საიდანაც აირჩევა ერთ-ერთი.
- ჯამში 7020 ცალი ჰუდი. რაოდენობები თანაბრად ნაწილდება ზმნების მიხედვით.
- ზომების ზუსტი რაოდენობა შეთანხმდება სატენდერო ხელშეკრულების გაფორმებამდე.
- ფოტოები ფოტომონტაჟბისთვის აღებულია სოლსის კატალოგიდან, თუმცა შეთავაზებებზე შეზღუდვა არ არის.
- ყველა საჭირო მასალა ატვირთულია დამატებით დოკუმენტაციაში.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- პრეტენდენტებმა თანდართულ ფაილში შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1) უნდა მიუთითონ საქონლის ღირებულება;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 18 ნოემბერი, 16:00 სთ;
- გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ მოსაწოდებელი პროდუქციის ჯამური ღირებულება;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქტო პირი: სალომე ყუფარაძე
მობ: 599 611 222
ელ. ფოსტა: s.kuparadze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 18300000 ტანსაცმელი