2 დეკემბერი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6213 - ტენდერი წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელებზე ავარიის აღმოფხვრის ან/და სხვა სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის საფარის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვაზე (მარცხენა სანაპირო)
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელებზე ავარიის აღმოფხვრის ან/და სხვა სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის საფარის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოების შესყიდვაზე (მარცხენა სანაპირო).
ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულება: 3,085,178 ლარი დღგ-ს გარეშე
განსაკუთრებული მოთხოვნები:
- ავარიის შემთხვევაში: ორმოს/ტრანშეის შევსება უნდა მოხდეს შეკვეთიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში, ხოლო ა/ბეტონის საფარის დაგება შეკვეთიდან არაუმეტეს 3 კალენდარული დღისა;
- შემსრულებელი ვალდებულია ისარგებლოს მარტო იმ ასფალტობეტონის ქარხნით, რომლის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ექნება ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ან/და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, ამ ქარხნის პროდუქციის გამოყენების ვარგისიანობაზე;
- შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით განახორციელოს შემოწმებისათვის (ექსპერტიზისათვის) საჭირო ნიმუშების (კერნების) ამოჭრის ადგილების შევსება შესაბამისი მასალით;
- ახალი მიერთებების შემთხვევაში, შემსრულებელი განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომელსაც განსაზღვრავს დამკვეთი, ვალდებულია ტრანშეის შევსება მოახდინოს GWP-ს (დამკვეთის) სამუშაოების პარალელურად;
- სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დამკვეთი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
- შემსრულებელი ვალდებულია ა/ბეტონის საფარი მოაწყოს თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად (იხილეთ დანართი N1)
განფასება:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება 1.2 პუნქტში მოცემული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოზე.
სამუშაოს შესრულების(ხელშეკრულების) ვადა:
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.
სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:
- ქ.თბილისის მარცხენა სანაპიროზე არსებული უბნები (გლდანის რაიონი, ნაძალადევის რაიონი, დიდუბის რაიონი, ჩუღურეთის რაიონი),კონკრეტული ლოკაცია განისაზღვრება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:
- შემსრულებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ სამუშაოზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვიანი გარანტია.
პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ხარჯთაღრიცხვა განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2);
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
- ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის შესახებ 1.6 პუნქტის შესაბამისად.
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
- კეთილსინდისიერების განაცხადი (იხილეთ დანართი N2)
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 2 დეკემბერი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 15425 ლარი;
- შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე. შესაბამისად ვაჭრობა გაიმართება დღგ-ს გარეშე.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგობიანი
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ggiorgobiani@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1143); 577 640 074
საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები