ჩაბარების ვადა:
6 დეკემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6282 - ტენდერი ბრენდირებულ ჩემოდნებზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს “ალდაგი“ აცხადებს ტენდერს ბრენდირებულ ჩემოდნებზე.
ტენდერი ჩატარდება შემდეგ ვადებში:
- გამოცხადება: 29.11.2019
- დასრულება: 6.12.2019
ბრენდირებული ჩემოდნის სატენდერო მოთხოვნები:
- მასალა: რიფსი, მეტალი, პლასტიკი;
- ფერი: ნაცრისფერი ან მუქი მწვანე;
- ზომები: სიგრძე, სიგანე, სიღრმე 40X30X20 (ვიზეარის ზომები)
- გორგოლაჭებით;
- ლოგო: 2 ფერში;
- რაოდენობა: 400;
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
დამატებით პირობები:
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
- ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.
- ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 6 დეკემბერი 18:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 140 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ნანა კვიტია
მობ: 577201820
ელ. ფოსტა: nkvitia@aldagi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები