7 მაისი 2014, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT63 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.
"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. რომელიც ემსახურება
30 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 7 რეგიონში 24 ფილიალისა და სერვისცენტრის მეშვეობით.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მოკლე დახასიათება/აღწერილობა
- საგარანტიო ვადები და პირობები
- მოწოდების ვადები და პირობები
- მოწოდების ადგილი
- ანგარიშსწორების პირობები
- ფასების ჩამონათვალი თანდართული მონაცემების მიხედვით
- ცნობა საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ
- საკონტაქტო პირის რეკვიზიტები
შენიშვნა: კომპანია განიხილავს როგორც ჩამოთვლილი ტექნიკის კომპლექსურ ასევე, ცალკეული სახეობის შემოთავაზებას.
პაკეტზე მითითებული უნდა იყოს:
- კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- ტენდერის შინაარსის დასახელება.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები დალუქულ კონვერტებში უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 7 მაისის 17 საათამდე, შემდეგ მისამართზე:
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის 72
თბილისი, წერეთლის 117
ს/ს მისო "კრისტალი"
ს/კ 212896570
ტელ: 577 40 15 85; (0431) 24-16-52
ელ-ფოსტა: t.qvachakidze@crystal.ge
ვებ.გვერდი: http://www.crystal.ge