ჩაბარების ვადა:

15 ივლისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T631 - ტენდერი A4 ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს A4 ქაღალდის შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება:

  • A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქაღალდის მწარმოებელი ბრენდის შესახებ;
  • შესასყიდი ქაღალდის ზუსტი აღწერილობა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 8 ივლისი – 2015 წლის 15 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
  • ტენდერი ჩატარდება შეზღუდული ფორმატით და მინიმალური ბიჯი ერთეულზე განისაზღვრება 0,05 ლარის ოდენობით;
  • ქაღალდის მოწოდება უნდა მოხდეს 3 (სამი) ეტაპად, შემდეგი განსაზღვრული თარიღების მიხედვით:
    I ეტაპი – 2015 წლის 1 აგვისტო – 26 600 შეკვრა;
    II ეტაპი – 2015 წლის 1 ოქტომბერი– 26 600 შეკვრა;
    III ეტაპი – 2015 წლის 1 დეკემბერი – 26 800 შეკვრა;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი ეტაპის დასასრულს, საქონლის მოწოდებისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ A4 ფორმატის ქაღალდის ნიმუშები სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში, ქ. თბილისი, გაგარინის ქ. #29ა. ნიმუშები უნდა ჩაბარდეს კანცელარიას;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეული შეკვრის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1-ის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ივლისიი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის A4 ქაღალდის შესყიდვაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20419&lang=geo