ჩაბარების ვადა:

23 ივლისი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T635 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ (მიწის საკადასტრო კოდი 01.10.15.007.055) შემდეგი სახის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

სამუშაოს დეტალური აღწერილობა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ტენდერის მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პროექტის ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა);
  • გამოსაყენებელი ძირითადი მასალების აღწერილობა, მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, მასალების თბოგამტარობის კოეფიციენტები (λ-ლამბდა) დადასტურებული სერთიფიკატებით.
  • სამშენებლო სამუშაოების გეგმა/გრაფიკი.
  • სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის გარანტიის სახით, სატენდერო წინადადების ღირებულების 1%–ის ოდენობით (სატენდერო წინადადების გარანტიის ვადა – წარმოდგენიდან არანაკლებ ერთი თვე). გარანტიის წარმოუდგენლობა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი.
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №1 სახით;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების (ანალოგიური მოცულობის შენობის დასრულების სამუშაოები და/ან სამშენებლო სამუშაოები) შესახებ (დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ადგილი). პრეტენდენტს, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საჭიროა შესრულებული ჰქონდეს არანაკლებ ორი ანალოგიური პროექტი;
  • შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

წინადადების წარდგენამდე, მიმწოდებელს აქვს უფლება დაათვალიეროს სამშენებლო ობიექტი, რაც საჭიროა განხორციელდეს შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–სთან შეთანხმებით.

დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

შენიშვნა: თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით;
  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობით (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 1 თვით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კოეფიციენტებით:

  • გამოყენებული ძირითადი მასალების ხარისხი - 0.35; 
  • ფასი - 0.35;
  • სამუშაოს შესრულების ვადა - 0.25;
  • გადახდის პირობა - 0.05.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტებმა საჭიროა სატენდერო წინადადებები წარადგინონ ელექტრონულად eTenders.ge-ს საშუალებით 2015 წლის 23 ივლისის 15:00 სთ–მდე.

ლინკი: http://etenders.ge/view/44486/%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს

 შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო ღირებულება.

წინამდებარე განცხადებას თან ერთვის პროექტი:

  • დანართის №2.1 სახით;
  • დანართის №2.2 სახით;
  • დანართის №2.3 სახით;
  • დანართის №2.4 სახით;
  • დანართის №2.5 სახით;

საკონტაქტო პირები:
1) გია პაიჭაძე, ტელ: 599 57 79 20; ელ. ფოსტა: giorgi.paichadze@aversi.ge;
2) ქეთი ლომია, ტელ: 599 94 93 53; ელ. ფოსტა: keti.lomia@aversi.ge;
3) თიკო გაგნიძე, ტელ: 577 27 47 39; ელ. ფოსტა: tiko.gagnidze@aversi.ge;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ