27 დეკემბერი 2019, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT6382 - ტენდერი საწვიმრების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/462
- დანიშნულება: საწვიმრები
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ლოგო
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საწვიმარის ნიმუში ზედ დაბეჭდილი ლოგოთი
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 დღე; (შეთანხმებადია)
- ფასი უნდა მოიცავდეს - ბრენდირებას, ბრენდირება ზურგზე, ლოგოს ზომა მიახლოებით 15 სანტიმეტრი განი, სიმაღლე პროპორციულად
- ფასები უნდა იყოს წარდგენილი შემდეგ რაოდენობაზე - 5000, 10 000, 15 000 ცალი
- ფერებისა და საწვიმრის ვიზუალის ვარიაციებს (hoodyს ტიპის/ღილებით შესაკრავი/აშ) ველით თქვენგან.
- საწვიმარი უნდა იყოს მუხლამდე სიგრძის
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე. (თუ კომპანიას არ აქვს ბეჭედი, მისაღებია)
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 20.12.2019, 16:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 27.12.2019, 16:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
გვანცა უთურაშვილი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com; Gvantsa.Uturashvili@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი