ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2020, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T6482 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების გასამრთი სვეტების წერტილების დამატების პროექტირებისათვის საჭირო კვლევითი სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების გასამრთი სვეტების წერტილების დამატების პროექტირებისათვის საჭირო კვლევითი სამუშაოების დადგენასა და შესყიდვაზე #22/01/2020-NEO/SERVICE.

სამუშაოების აღწერა:

ნეოგაზის მფლობელობაში არსებულ 12 გაზ გასამართ სადგურზე, ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო სვეტების, საჭირო დანადგარების, მილგაყვანილობის არქიტექტურული და ტექნოლოგიური პროექტირებისათვის ყველა აუცილებელი კვლევის ჩატარება, სვეტების დაყენების შესაძლებლობის და  არსებულ მოთხოვნილ ნორმებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ფოტო მასალა და რენდერი
  • დანართი 1 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • აუცილებელია ჩასატარებელი კვლევების დეტალური ჩამონათვალი
  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (დღგ-ს გარეშე)
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ: 
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 
  • პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 30 იანვარი; 14:00 საათი.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა  იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; ავტო გაზგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების გასამრთი სვეტების წერტილების დამატების პროექტირებისათვის კვლევითი სამუშაოების შესყიდვაზე (#22/01/2020-NEO/SERVICE)

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10
ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები