
20 მაისი 2014, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT65 - ტენდერი სახანძრო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე
სს "ფინკა ბანკი საქართველო" აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის ოფისებში სახანძრო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, კერძოდ:
- ოფისების ცეცხლმაქრებით აღჭურვა და უზრუნველყოფა
- ოფისების საევაკუაციო გეგმების შედგენა და უზრუნველყოფა
- ოფისებში გასასვლელი ნიშნების მონტაჟი
ოფისების რაოდენობა, მდებარეობა, კვადრატული მეტრობა და სართულების რაოდენობა და, აგრეთვე, დეტალური მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზებები დალუქული კონვერტით, ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე:
ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, ბლოკი 1, მე 3 სართული - ფინკა ბანკი საქართველოს სათაო ოფისი.
წინადადებები უნდა წარმოადგინოთ დალუქული კონვერტით 2014 წლის 20 მაისის 18:00 საათამდე.
გთხოვთ, კონვერტზე აუცილებლად მიუთითოთ ტენდერის დასახელება "ტენდერი სახანძრო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე".
ტენდერში მონაწილეობისათვის მზაობის შესახებ ან/და ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tchomakhidze@finca.ge ან დარეკეთ ნომერზე: 2 2074 10 შიდა: 1030 (თამაზ ჩომახიძე).