ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6526 - ტენდერი სასერვერო ინფრასტრუქტურისა და ლიცენზიების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ სასერვერო ინფრასტრუქტურისა და ლიცენზიების შესყიდვის მიზნით აცხადებს ღია ტენდერს 16 (თექვსმეტი) ლოტად.

ტენდერის აღწერილობა:

  • 1-ლი ლოტი: დატა-ცენტრების ხანძარქრობა;
  • მე-2 ლოტი: არსებული  დისკური მასივისთვის დამატებითი დისკების შესყიდვა;
  • მე-3 ლოტი: სარეზერვო დატა-ცენტრისთვის დისკური მასივის შესყიდვა;
  • მე-4 ლოტი: სერვერების შესყიდვა;
  • მე-5 ლოტი: Vmware-ს ლიცენზიების შესყიდვა;
  • მე-6 ლოტი: LoadBalancer-ის შესყიდვა;
  • მე-7 ლოტი: სარეზერვო კოპირების სისტემის შესყიდვა;
  • მე-8 ლოტი: VDI-ს ლიცენზიების შესყიდვა;
  • მე-9 ლოტი: Fortimail-ს  ლიცენზიების შესყიდვა;
  • მე-10 ლოტი: CyberArc-ის  ლიცენზიების შესყიდვა;
  • მე-11 ლოტი: ქსელური კომუტატორების შესყიდვა;
  • მე-12 ლოტი: ქსელის მონიტორნიგის ლიცენზიების შესყიდვა;
  • მე-13 ლოტი: ბრანდმაუერების  Firepower 2130-ის და Firepower 4210-ის ყოველწლიური განახლებების (Subscription) და მხარდაჭერის შესყიდვა;
  • მე-14 ლოტი: IEEE 802.1X უკაბელო ქსელის აუტენთიფიკაციის ლიცენზიების შესყიდვა;
  • მე-15 ლოტი: უწყვეტი კვების ბლოკის შესყიდვა;
  • მე-16 ლოტი: Red Hat Jboss Enterprise Application-ის ლიცენზიების შესყიდვა.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობასა და ინფორმაციას:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020  წლის 20 თებერვლის 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სსვითიბი ბანკი ჯორჯია(იმ ლოტის დასახელება, რომელშიც მონაწილეობას იღებს პრეტენდენტი) .

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

დამატებით ინფორმაციაზე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: სოსო გოლუბიანი,
მობილურის ნომერი: 595 11-77-55;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1420),
ელ. ფოსტა: s.golubiani@vtb.com.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: გიორგი მეგრელიშვილი,
მობილურის ნომერი: 599 88-88-80;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (4444),
ელ. ფოსტა: g.megrelishvili@vtb.com.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/83/tenderi-saservero-inprastruqturisa-da-litsenziebis-sheskidvis-shesakheb

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები