ჩაბარების ვადა:

6 თებერვალი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6527 - ტენდერი გოგირდმჟავას და კაუსტიკური სოდის შესყიდვაზე  

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს გოგირდმჟავას და კაუსტიკური სოდის შესყიდვაზე.

  • გოგირდმჟავა ტექნიკური (კონცენტრაცია არანაკლებ 93% - არაუმეტეს 96%) - 30 ტონა
  • კაუსტიკური სოდა 100%-ზე გადაანგარიშებით (კონცენტრაცია არანაკლებ 45% - არაუმეტეს 50%) – 20 ტონა

აღნიშნული ნივთიერებების მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2ა, 1300.
მიწოდების პერიოდი: 2020 წლის თებერვლის თვე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • პროდუქციის დამოწმებული სპეციფიკაცია (სერტიფიკატი).

წინადადების წარდგენის წესი:

  • შეთავაზების წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 6 თებერვალი, 18:00 საათი.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი#02/06/20-MT-CHEM 
  • წინადადების მიღება შესაძლებელია ცალკეულ პოზიციებზე.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. 

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
მიხეილ მარსაგიშვილი
საკონტაქტო ნომერი: 591 019311
ელ.ფოსტა: mmarsagishvili@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 24400000 სასუქები და ნიტროგენული ნაერთები
  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები