ჩაბარების ვადა:
14 თებერვალი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6531 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე.
ტენდერის აღწერილობა:
- GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.
ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 13 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა.
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
- ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- შიდა გადაზიდვების ტრანსპორტირების დაზღვევა.
- დაზღვევის პირობა მოიცავდეს პუნქტს, რომლის თანახმად სადაზღვეო ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მოსარგებლე მხარე იყოს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: ლოგისტიკის დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადების ბოლო ვადაა: 14.02.2020, 18:00
- ქ. თბილისი. ისააკიანის ჩიხი #2. შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნოდარ აბულაძე
ლოგისტიკის დეპარტამენტი
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
ტელ.: (+99577) 524798
ელ. ფოსტა: N.abuladze@gdl.ge
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები