ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T655 - ტენდერი ავეჯის დამზადება-მონტაჟის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ავეჯის დამზადება-მონტაჟის მომსახურების შესყიდვის შესახებ;

დასახელება:

  • დახურული კარადა
  • კარადა მინებით
  • სამზარეულო ფურნიტურით
  • ლამინატის ღია სტელაჟი
  • თურქული ავეჯის მონტაჟი

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით, მათ შორის).
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟის ხარჯს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებს ; მხოლოდ თურქული ავეჯის შემთხვევაში ობიექტზე მიწოდება ევალება ბანკს, მომწოდებელი ვალდებული იქნება მხოლოდ დაამონტაჟოს აღნიშნული ავეჯი.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • პუნქტების მიხედვით მოთხოვნილი ავეჯის ნახაზები შეგიძლიათ იხილოთ მე-3 გვერდზე;

კითხვების შემთხვევაში დაუკვაშირდით: გენადი აფციაური +995 (595) 599030

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 29 ივლისიდან – 2015 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება ყოველი შეკვეთის შესაბამისად;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 07 აგვისტო, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ავეჯის დამზადება-მონტაჟის მომსახურებაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20426&lang=geo