 
    
        ჩაბარების ვადა:
        
    14 თებერვალი 2020, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT6567 - ტენდერი შედუღების ელექტროდების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: მტკვარი ენერჯი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 14 თებერვალი 2020 დრო 14:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენეერჯი“ აცხადებს ტენდერს შედუღების ელექტროდების შესყიდვაზე #07/02-M/E-GOODS-20
შედუღების ელექტროდების ჩამონათვალი:
| ელექტროდის ტიპი | ს/ე | რაოდენობა | 
| ЦТ-15 Ø 3 მმ | კგ | 45 | 
| ЦУ-5 Ø 2.5 მმ | კგ | 255 | 
| ЦЛ-39 Ø 2.5 მმ | კგ | 15 | 
| ЭА-395/9 Ø 4 მმ | კგ | 20 | 
| ТМУ-21У Ø 3 მმ | კგ | 205 | 
| ТМУ-21У Ø 4 მმ | კგ | 100 | 
| МНЧ-2 Ø 3 | კგ | 10 | 
| ЦН-6Л Ø 3 მმ | კგ | 100 | 
| ЦН-12М Ø 3 მმ | კგ | 50 | 
| AHO4 4მმ | კგ | 5 | 
| GEKA 3მმ | კგ | 240 | 
| GEKA 4მმ | კგ | 70 | 
| MAGMAWELD ESR-48 3მმ | კგ | 226 | 
| MAGMAWELD ESR-48 4მმ | კგ | 160 | 
| MAGMAWELD ESB-48 3მმ | კგ | 160 | 
| MAGMAWELD ESB-48 4მმ | კგ | 100 | 
| MAGMAWELD EI 308L 2.5მმ | კგ | 60 | 
წინადადების მიღება შესაძლებელი როგორც სრულად ასევე ცალკეულ პოზიციაზე
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (დღგ-ს ჩათვლით)
- მწარმოებლის სერთიფიკატი (ან იმფორმაცია მწარმოებელ ქარხანაზე)
- ინფორმაცია საქონლის მოწოდების ვადების შესახებ:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
 - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 14 თებერვალი; 14:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; შედუღების ელექტროდების შესყიდვა (#05/02-M/E-GOODS-20)
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
თეიმურაზ ჩიჩუა
საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10
ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
