ჩაბარების ვადა:

14 აგვისტო 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T657 - ტენდერი პერიფერიული სტენტებისა და ბალონების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს პერიფერიული სტენტებისა და ბალონების შესყიდვის მიზნით.

პროდუქციის დეტალური ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

  • შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში №1;
  • პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს სატენდერო წინადადება ერთ ან რამდენიმე სატენდერო განცხადებაში მითითებულ სტენტზე ან/და ბალონზე;
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №2;
  • აფიდავიტი მოცემულია დანართში #3;
  • აქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 27/ბ, შპს „ავერსის კლინიკა“;

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • მისაწოდებელი საქონლის როგორც ერთეულის ფასი ასევე მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, ციფრებით და სიტყვიერად), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც (დანართი #1);
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა;
  • საქონლის ვარგისიანობის ვადა;

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა დანართის #1 სახით. დანართი #1 აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, ელექტრონული სახით „ექსელის“ ფორმატში.
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №3 სახით;

დოკუმენტაცია ხელმოწერილი უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კოეფიციენტებით:

  • ფასი - 0.85;
  • გადახდის პირობა - 0.1;
  • მოწოდების ვადა - 0.05;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ელექტრონულად eTenders.ge–ს საშუალებით 2015 წლის 14 აგვისტოს 15:00 სთ–მდე.

ლინკი: http://etenders.ge/view/44545/%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს.
(ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions)

შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს საქონლის საბოლოო ღირებულება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

ნატო წილოსანი
„ავერსის კლინიკის“ სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომელი
ტელ: 599 51 02 02
ელ.ფოსტა: natavuka@gmail.com;

 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ