ჩაბარების ვადა:

10 სექტემბერი 2015, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T659 - ტენდერი ტალავერის მოწყობაზე გურჯაანში

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების განახლებული ვადაა 2015 წლის 10 სექტემბერი. ასევე შეიცვალა მიმაგრებული დოკუმენტი.

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფსი იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს შემოიტანოს სატენდერო განცახადი შემდეგი საკითხებზე:
ტალავერის მოწყობა გურჯაანში

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ ხსენებულ ტენდერში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურული კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი. სატენდერო დოკუმენტაციის შემოსატანად მისამართი მოცემულია ქვევით.

მისამართი: მერსი ქორფს-ის თბილისის ოფისი.
ქ.თბილისი, გ. გეგეჩკორის ქუჩა # 6.

საკონტაქტო პირი:
დავით მერაბიშვილი, 599 248 300 შესყიდვებისა და ლოჯისტიკის უფროსი ოფიცერი

მერსი ქორფს-ის წარმომადგენლობა საქართველოში არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირ ხარჯზე რომელსაც, ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია გაიღებს სატენდერო დოკუმენტაციის და მუშა ნახაზების მომზადებისათვის.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ