ჩაბარების ვადა:
13 მარტი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6594 - ტენდერი კორპუსების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი“ აცხადებს ტენდერს დანართი N1-ით გათვალიწინებული ორი მშენებარე - 11 და 7 სართულიანი კორპუსების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვაზე.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 13 მარტის 17:00 საათი.
- ერთ პრეტენდენტს შეუძლია მოგვაწოდოს არაუმეტეს 1 შემოთავაზება;
- საქონლის ფასი უნდა მოიცავდეს ყველა დანახარჯს რაც საჭიროა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად (მათ შორის მასალები, შრომით დანახარჯებს) დ.ღ.გ.-ს ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში. დამკვეთის ობიექტის მისამართია ქ.თბილისი, ც.დადიანის ქ. N90;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა გამოყენებული მასალების და აგრეგატების სიმძლავრეების, მოდელების, ფირმების, ტიპების, ფიზიკური მახასიათებლების და მწარმოებელი ქვეყნის მითითებით;
- სამონტაჟო სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია 2020 წლის 1 ივლისი, დასრულების ვადამ არ უნდა გადააჭარბოს პროექტის შესრულებისთვის საჭირო გონივრულ ვადას (დაზუსტდება მოლაპარაკების პროცესში);
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური ან უფრო დიდი მასშტაბის შესრულებული სამუშაოების მინიმუმ 2 (ორი) დადასტურებული ფაქტი ბოლო 2 წლის განმავლობაში;
- პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების სამონტაჟო სამუშაოებში მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 13 მარტი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია:
ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: 557117111
e-mail: contact@apexd.ge
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი