ჩაბარების ვადა:

26 თებერვალი 2020, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T6614 - ტენდერი დაბა შეკვეთილში მშენებარე ავტოსადგომზე საფარის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ატუ“ აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

  • შესყიდვის ობიექტია: დაბა შეკვეთილში საკადასტრო კოდი 26.01.49.152 მშენებარე ავტოსადგომზე - 2538 მ2-ი -18სმ სისქის ბეტონის (B-35) საფარის მოწყობა დაკაწრული ზედაპირით, თერმული ნაკერების დაჭრით და შევსებით, თანდართული პროექტის მიხედვით. (საფუძვლის და არმირების ბადის მოწყობას უზრუნველყოფს დამკვეთი).

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
  • ინფორმაცია ძირითადი თანამდეობებზე მომუშავეთ კვალიფიკაციის შესახებ (CV)
  • ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ 

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:

  • შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
  • სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე;
  • სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 26 თებერვლამდე 16 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.N39ა 10 სართული, ოთახი N14 ან N1. საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ 599 53 77 23

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ტექნიკურ საკითხებში შეუძლიათ დაუკავშირდნენ:
სერგო კელენჯერიძეს
მობ: 599 73 18 41

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები