ჩაბარების ვადა:

11 მარტი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6630 - ტენდერი ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობების ინსპექტირებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ვადა გადაიწია 11 მარტის 18:00 საათამდე.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობების ინსპექტირებაზე.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის N27 დადგენილების თანახმად წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დაწესებულება/პირი, რომელიც ვალდებულია განახორციელოს შპს „ჯორჯიან უოთოერ ენდ ფაუერის მიერ“ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობების ინსპექტირება და გასცეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია  ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებელო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში გამოყენებული მასალის მოცულობების კონტროლის მიზნით; 
  • ამასთან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო პროექტის საშემსრულებლო დოკუმენტებში დაფიქსირებული (ფორმა 2 და ა.შ) მოცულობების შემოწმება და დაადასტუროს ის შესრულებულ სამუშაოში ფაქტობრივად გამოყენებული მასალის მოცულობების დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემთხვევაში ან გასცეს შესაბამისი შენიშვნა მოცულობების ფაქტობრივ მდომარეობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში. 

სამუშაოს შესრულების(ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში ყოველვთვიურად, სამშენებლო სამუშაობის დასრულებიდან და შესაბამისი საშემსრულებლო დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი: შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების გაწევის შესახებ მოქმედი აკრედიტაციის მოწმობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო -აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით კონკრეტულ შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების „უზრუნველყოფის გარანტია“ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2 და 1.3);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სატენდერო პირობების 1.7 პუნქტით განსაზღვრული აკრედიტაციის მოწმობა;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

სხვა მოთხოვნა:
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად 1.13.2 აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებული უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 11 მარტი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ თქვენს მიერ ატვირთულ ფასების ცხრილში მითითებული მომსახურების პროცენტი.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 599 72 30 03

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები