ჩაბარების ვადა:

6 მარტი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6641 - Procurement of Monitor, Printer & Cartridges

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 06.03.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. 

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის დასახელება: “Procurement of Monitor, Printer & Cartridges
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე. 

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი 17.2129.9-007.00
და აგრეთვე ნომერი 91137293

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

  • შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა 

პროცედურული თუ ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ანა ჩხეიძეს
anna.chkheidze@giz.de

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 10.03.2020-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ ფირმასთან. 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დოკუმენტაცია