2 მარტი 2020, 15:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6657 - ტენდერი საინკასაციო ჩანთების და ქისების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საინკასაციო ჩანთების და ქისების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
საინკასაციო ჩანთა - სიგრძე 75 სმ, სიგანე 47 სმ. (წარწერით DDG) | 300 |
საინკასაციო ჩანთა (პატარა) - სიგრძე 48 სმ, სიგანე 40 სმ. (წარწერით DDG) | 100 |
საინკასაციო ქისა - სიგრძე 35 სმ, სიგანე 28 სმ. | 5500 |
საინკასაციო ქისა (პატარა) - სიგრძე 26 სმ, სიგანე 22 სმ. | 4000 |
დიდი ჩანთა პატარა ჩანთა დიდი ქისა პატარა ქისა
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქტის სატესტოდ მოწოდება.
მახასიათებელი:
- მატერია ცვეთაგამძლე (ბრეზენტი)
- საინკასაციო ჩანთა - ხელჩანთის ტიპის
- საინკასაციო ქისა - შესაკრავი თასმით
მოწოდება უნდა განხორციელდეს 10 ეტაპად.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 2 მარტი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ:: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
- 39500000 ქსოვილის ნივთები