ჩაბარების ვადა:
12 მარტი 2020, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT6701 - ტენდერი ბჟუჟა ჰესის კალუას გზის № 3 სახიდე გადასასვლელის (მე-4 უბანი) ლითონკონსტრუქციების მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კროპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ: ბჟუჟა ჰესი. კალუას გზის №3 სახიდე გადასასვლელის (მე-4 უბანი) ლითონკონსტრუქციების მონტაჟი #06/03/2020-GIEC- CONST
მომსახურების აღწერა:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს საკუთრებაში არსებული ბჟუჟა ჰესის კალუას გზის #3 სახიდე გადასასვლელის ლითონკონსტრუქციების მონტაჟი
მისამართი:
- ოზურგეთი სოფელი გომი ბჟუჟა ჰესი.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- პროექტი - განმარტებითი ბარათი
- გენგეგმა - ნახაზები
- ხარჯთაღრიცხვა (გთხოვთ შეავსოთ ჩვენს მიერ მოწოდებული ფორმა)
- ფოტომასალა
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 12 მარტი; 14:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; ბჟუჟა ჰესი. კალუას გზის № 3 სახიდე გადასასვლელის (მე-4 უბანი) ლითონკონსტრუქციების მონტაჟი #06/03/2020-GIEC- CONST
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10
ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
რამაზი ცერცვაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 595 12 33 04
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 14700000 ძირითადი ლითონები