ჩაბარების ვადა:
19 მარტი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6705 - ტენდერი სამედიცინო მედიკამენტების და სახარჯი მასალების შეძენაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულას“ მიერ 2020 წელს შესასყიდი სამედიცინო საშუალებების სატენდერო პირობები:
- დაინტერესების შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა წარმოადგინოს ქვემოთდასახელებული მედიკამენტების საცალო ფასი, მწარმოებელი ქვეყანა და ქარხანა, მედიკამენტის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
- ტენდერში მონაწილეობისას პრეტენდენტს ეძლევა საშუალება წარმოადგინოს ერთი პოზიციის, რამდენიმე პოზიციის, ან სრული ჩამონათვალის შესახებ ინფორმაცია და განფასება.
- ტენდერში გამოტანილი პროდუქციის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში. ამასთანავე, შემდგომში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას გათვალისწინებული იქნება ინფლაციის გამო პროდუქციაზე წარმოდგენილი სატენდერო ფასების ცვლილება.
- შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის მიერ უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელიც წარმოადგენს ტენდერში გამოტანილი კონკრეტული მედიკამენტის უმცირესს ფასს.
- შემსყიდველის მიერ მედიკამენტის შესყიდვა განხორციელდება სატენდერო წინადადებაში მითითებული წინასწარ განსაზღვრული წლიური მოცულობის შესაბამისად, ეტაპობრივად.
- პრეტენდენტთან შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მედიკამენტის მიწოდება განხორციელდება შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.
- შესყიდული მედიკამენტის საფასურის გადახდა იწარმოებს ყოველი კონკრეტული შეკვეთიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 19 მარტი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარში;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ნინო იობაშვილი
მობ: 599 43 04 48
Email: medconsilium@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები