ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T673 - ტენდერი გარე ბანკომატის ქუდების დამზადება/შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს გარე ბანკომატის ქუდების დამზადება/შეძენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა, ტექნიკური პირობები და ნიმუში იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში;
შესაძლებელია დამზადებული ნიმუშის ნახვაც;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 17 აგვისტო 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი გარე ბანკომატის ქუდების შეძენაზე).

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

ირაკლი ადამაშვილი
ტელ: 591 28 42 02
ელ-ფოსტა: irakli.adamashvili@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ