ჩაბარების ვადა:
20 მარტი 2020, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT6730 - ტენდერი საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს საცხებ-საპოხი მასალების კორპორატიული მომწოდებლის გამოსავლენად ჯგუფში შემავალი კომპანიებისათვის #09/03-GIG-LUB-20
კომპანიების ჩამონათვალი:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
- შპს „მტკვარი ენერჯი“;
- შპს „ნეოგაზი“;
- შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა;
- შპს „ჯორჯიან ბაზალტი“;
გეგმიური მოხმარება 2020 წლის განმავლობაში წარმოდგენილია: დანართი N1-ში.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება შევსებული* დანართი N2-ის სახით;
- ყოველი პროდუქტისთვის ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ 1 ან 2 ალტერნატიული (ანალოგი) ზეთის ტიპიც, თუ თვლით მნიშვნელოვნად, დაამატოთ ველი და მიუთითოთ ალტერნატივა 3-იც. თუ თქვენ სხვა ალტერნატივაზე არ მუშაობთ, ნუ შეავსებთ ალტერნატივის ველებს. - შემოთავაზებული პროდუქციის ბოლო 6 თვის ფასების სტატისტიკა;
- სერვის ცენტრების არსებობის შემთხვევაში, მათი ლოკაციები.
- შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატები;
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 20 მარტი; 13:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tkvavilashvili@gig.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 595 33 44 95. საკონტაქტო პირი: თამაზ ყვავილაშვილი
ტენდერის კატეგორია:
- 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები