20 მარტი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6744 - ტენდერი ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე:
საქონლის დასახელება | ტიპი | შესასყიდი რ-ბა | ერთეულის ფასი (დოლარი) |
ჯამური ფასი (დოლარი) |
ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატი | იხილეთ სპეციფიკაციები | 150 ცალი |
საგარანტიო პერიოდი (თვე) |
მიწოდები ვადა (კლ. დღე) |
1 აპარატის გაწმენდა თვეში ერთხელ (ლარი) |
აღწერილობა:
- ბანკი ამჟამად იყენებს ორ ჯიბიანი ფულის სათვლელი აპარატის შემდეგ მოდელს - Scancoin 8220. პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სხვა ტიპის ან/და ბრენდის საქონელი, რომლის სპეციფიკაცია უნდა იყოს არანაკლებ მოთხოვნილი ტექნიკური სპეციფიკაციებისა.
ტექნიკური სპეციფიკაცია:
- არანაკლებ 6 ვალუტა;
- ვალუტის ავტომატური ამოცნობა;
- სხვადასხვა ვალუტების ერთდროული თვლა და დაჯამება;
- შერეული ნომინალის გადათვლა;
- ერთი ნომინალის გადათვლა / დახარისხება;
- დახარისხება ნომინალის მიხედვით;
- დახარისხება მხარის მიხედვით;
- დახარისხება ორიენტაციის მიხედვით;
- დახარისხება ემისიის მიხედვით;
- ჯიბეების ტევადობა (არანაკლებ): მიმღები 500; დამგროვებელი 220 ; წუნდებული 50;
- ეკრანი: LCD არანაკლებ 3.2 ინჩი სენსორული, ფერადი;
ბანკნოტის სიყალბის შემოწმება:
- გეომეტრიული პარამეტრების დეტექცია SD, ულტრაიისფერი ნიშნების დეტექცია UV, ინფრაწითელი ნიშნების დეტექცია IR, მაგნიტური მელნის დეტექცია MG, ორმაგი სკანერი ბანკნოტის სრული სკანირებისთვის Double CIS, სერიული ნომრების ამოცნობა შედარება SN.
- სიჩქარე: სერიული ნომრების ამოცნობ (არანაკლებ)ა: 800 ბანკნოტა / წუთში, ნომინალის ამოცნობის და დეტექცია: 900, ბანკნოტა/წუთში, თავისუფალი თვლა (არანაკლებ): 1100 ბანკნოტა / წუთში
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- საქონლის შემოთავაზება უნდა მოხდეს ა.შ.შ. დოლარში, ხოლო მომსახურების ეროვნულ ვალუტაში - ლარში..
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით 150 ცალი შესასყიდი საქონლის ჯამურ თანხაზე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 2’000 დოლარის ოდენობით;
- ფასი უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს და ტრანსპორტირებას ქ.თბილისში.
- ვაჭრობის დასრულების შემდგეგ ბანკი იტოვებს უფლებას მოლაპარაკება გააგრძელოს კომპანიებთან ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
- გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: საქონლის ფასი, მომსახურების ფასი (გაწმენდის სამუშაოები), საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;
- ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი საკუთარი შეხედულებისამებრ;
ანგარიშსწორების პირობა:
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- წინამდებარე დოკუმენტში არსებული ცხრილ(ებ)ი შევსებული, დაბეჭდილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
- შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო პირობები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საბანკო რეკვიზიტები;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 20 მარტი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარში;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 2000 დოლარი
- გთხოვთ შეთავაზებაში დააფიქსიროთ მოსაწოდებელი პროდუქციის ჯამური ღირებულება.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები