ჩაბარების ვადა:

18 აგვისტო 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T675 - ტენდერი ქიმიური ნივთიერებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ქიმიური ნივთიერებების შესყიდვაზე

ტენდერი იყოფა სამ ლოტად:

  • ლოტი N1: გოგირდმჟავა ტექნიკური (კონცენტრაცია 92%-93%)-35 ტონა;
  • ლოტი N2: კაუსტიკური სოდა (კონცენტრაცია 42%-43%)-35 ტონა 100%-ზე გადაანგარიშებით;
  • ლოტი N3: ფისი КУ 2-8 კათიონიტი-12 ტონა; ფისი АВ-17 ანიონიტი-7 ტონა.

აღნიშნული ნივთიერებების მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2, 1300

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ნივთიერებების მახასიათებლების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ.
  • პროდუქციის ღირებულება, ხარისხი და მიწოდების ვადები (მიწოდების ვადა არაუგვიანეს 28.09.2015).

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტის, ტენდერისა და ლოტ(ებ)ის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 18 აგვისტოს 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-30%; ხარისხი 30%; გამოცდილება-20% გადახდის პირობა-20%.

შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 19 აგვისტოს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 595 50 37 20. საკონტაქტო პირი: რობერტ გიორგაძე; 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ