ჩაბარების ვადა:

19 აგვისტო 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T683 - ტენდერი ბრონირებული ფირისა და მინების დაბურვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“აცხადებს ტენდერს ბრონირებული ფირის და სათაო ოფისისა და სერვის ცენტრების მინების დაბურვის მომსახურების შესყიდვაზე; 

საქონლის დასახელება:

  • 200 მიკრონიანი ბრონირებული ფირი - 1 კვ.მ.
  • 300 მიკრონიანი ბრონირებული ფირი - 1 კვ.მ.
  • ტრანსპორტირება თბილისის გარეთ 100 კმ.-ს შემდეგ - 1 კმ. მანძილის ტრანსპორტირების ღირებულება

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).  
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. აუცილებელია აიტვირთოს კომპანიის და პროდუქციის მწარმოებლის სერთიფიკატები ;
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ბანკის შეკვეთის საფუძველზე მოახდინოს თეთრი („მატოვი“) ფერის მინების დაბურვა;
  • შეკვეთის სიხშირე დაახლოების არის თვეში 2-3 ფილიალი (20-30 კვ.მ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ აღნიშნული პუქტების მიხედვით ბრონირებული ფირების ნიმუში; ფირების მიწოდება უნდა მოხდეს ბანკის სათაო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა;
  • გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გენადი აფციაურს:
    მობ: 595 599030
    ტელ: 2 444 444 (4121)

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 12 აგვისტოან – 2015 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთშესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 19 აგვისტო, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ბრონირებული ფირის და მინების დაბურვის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20435&lang=geo