 
    21 აპრილი 2020, 19:00
სტატუსი:
დასრულებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T6830 - ტენდერი ავტომობილის დაზღვევაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 14 აპრილი 2020 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 აპრილი 2020 დრო 19:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდეტს სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“-ს ჯგუფში შემავალი კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალებიბის დაზღვევაზე.
შესყიდვის პირობები:
| დასაზღვევი ა/მ რაოდენობა | 35 ერთეული | 
| პოლისის გააქტიურების ვადა | 2020 წლის 25 აპრილიდან | 
| ხელშეკრულების ვადა | 1 წელი | 
| სადაზღვევო რისკები | ავტოტრანსპორტის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება | 
| ხანძარი, აფეთქება | |
| საგნის გატაცება, გატაცების მცდელობა(კერძოდ: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა) | |
| სტიქიური უბედურებები (სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა) | |
| გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდგენელი პირის მიერ დაუდგენელ ვითარებაში დაზიანება | |
| ფრანჩიზა | 0% | 
| მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა | ლიმიტი 10.000 აშშ დოლარი | 
| მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევა | ლიმიტი 25.000 აშშ დოლარი | 
| ცვლილებების მართვა | წლის განმავლობაში ავტოპარკში ა/მ დამატების შემთხვევაში დაზღვევა უნდა მოხდეს ძირითადი პოლისის პირობების მიხედვით(ფასი/პირობები, სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე პერიოდით) | 
| უფლება მოსილი მძღოლები | კომპანიის ყველა თანამშრომელი, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა | 
| ავტო ასისტანსი | 24/7 | 
| დამატებითი მოთხოვნები | გარანტიაზე მყოფი ავტომობილების სადაზღვევო შემთხვევის შეფასება უნდა განხორციელდეს ავტორიზებულ დილერებთან; | 
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- წლიური ტარიფი წარმოდგენილი უნდა იყოს პროცენტული მაჩვენებელით;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და გამოცდილება;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 21 აპრილი, 19:00 სთ;
- სისტემაში გთხოვთ მიუთითოთ ავტომობილის წლიური ტარიფის პროცენტული მაჩვენებელი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარში
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი 
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
- 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
დოკუმენტაცია
მოგესალმებით, გთხოვთ, მოგვწეროთ აღნიშნული ორგანიზაციების საიდენტიფიკაციო კოდები.მადლობა.
გამარჯობა, გიგზავნით მოთხოვნილ ინფორმაცია 1. შპს დაირექტ დებიტ ჯორჯია - 205130464 2. შპს მეტრო სერვის+ - 205150352 3. სს ჯორჯიან ქარდი - 204396377 4. სს ექსპრეს ტექნოლოჯიზ - 204542003
გამარჯობა, თაღლითობა გიწერიათ დაფარულ რისკებში, რაც არ არის დაზღვევის რისკი. გთხოვთ, მოგვწეროთ, ეს აუცილებელი მოთხოვნაა თქვენი მხრიდან, თუ სასურველი. მადლობა
გამარჯობა, სასურველი შევიდეს ეს მოთხოვნაც. შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ორივე ვარიანტი.
 
                