ჩაბარების ვადა:
10 ივნისი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT6908 - ტენდერი შპს „მტკვარი ენერჯი“-ს კუთვნილ მე-9 ენერგობლიკის ქვაბაგრეგატის მოდელი ТГМП 344А/С მარჯვენა კედლის საშუალო რადიაციული ნაწილის №2,3 პანელის გადაკეთება-შეცვლის სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს შპს „მტკვარი ენერჯი“-ს კუთვნილ მე-9 ენერგობლიკის ქვაბაგრეგატის მოდელი ТГМП 344А/С მარჯვენა კედლის საშუალო რადიაციული ნაწილის №2,3 პანელის გადაკეთება-შეცვლის სამუშაოებზე 22/05-ME-S/M-20
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- მე-9 ენერგობლიკის ქვაბაგრეგატის მოდელი ТГМП 344А/С მარჯვენა კედლის საშუალო რადიაციული ნაწილის №2,3 პანელის გადაკეთება-შეცვლის სამუშაო ჩატარების დაგეგმილი ვადებია: 16.06.2020 - 21.08.2020
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- გადაკეთება-შეცვლის სამუშაოს მოცულობა.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- სამუშაოს შემსრულებლების გამოცდილების/კვალიფიკაციის მონაცემები და დამადასტურებელი საბუთი;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 10 ივნისი, 17:00 საათი.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა დასახელება და ტენდერის დასახელება და ნომერი:
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
მობ: 591 12 97 74
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
მურთაზ სვანი
მობ: +995 599 185 372
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები