ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2020, 20:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6956 - ტენდერი მოდემ/როუტერი 4G -ის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მოდემ/როუტერი 4G შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
მოდემ/როუტერი 4G 600

მახასიათებლები:

Interfaces SIM card slot (Standard USIM)
Ethernet Ports 1 - 10/100M WAN port (Auto MDI/MDIX)
  4 -10/100M LAN port (Auto MDI/MDIX)
Firewall Security Dos, SPI Firewall
  IP Adress Filter/MAC Adress Filter/Domain Filter IP and MAC Adress Binding
Antena 2 x 4G LTE Antennas (U.FL pigtail connectors for modem included)
Button 1 Reset button
Optional system OpenWRT
System Management Device management: English WEB management
  System log: support
  Restore factory settings: support
  Backup configuration: support
  Import configuration: support
  Software upgrades: support
Management Independent WEB page management

გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.

მოწოდება უნდა განხორციელდეს 6 ეტაპად 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3 - განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 15 ივნისი, 20:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარში
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    5 ივნისი 2020 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა